counter     |_ live365 _|  طراحی تفلیس DESIGNTbilisi

17 მაისი, 2013, ბეთლემის უბანი, თბილისი 17:00-21:00

ბეთლემის უბანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ნაწილია, სადაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლდები ცხოვრობდნენ საუკuნეების მანძილზე. ბეთლემის უბნის რევიტალიზაციას ორგანიზება გაუწია ICOMOS საქართველომ ადგილობრივ თემთან თანამშრომლობით.პროექტი „მოგზაური საკვები. ბეთლემის უბნის ისტორიები” ეხება ადამიანთა ჯგუფების გადაადგილებას და „მიგრანტების” ცხოვრებას დანახულს ხელოვნების კუთხით, მათი ისტორიების, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების და პირადი სივრცის საჯაროდ წარმოჩენას. პროექტის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით სამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ ოჯახთან, რომელიც ბეთლემის უბანში წლებია ცხოვრობს - ბერძენი, სომეხი და ებრაელი ოჯახები.

Read More

This was posted 1 week ago. It has 0 notes.

საჯარო - საზოგადოებრივ სივრცეში ღია სადისკუსიო, სახელოვნებო პლატფორმა — “ბაღი ბორბლებზე” წარმოადგენს მანქანაზე ორ მისაბმელს, რომლებშიც ჩაწყობილია მცენარეები. ადგილზე მიყვანის შემდეგ მისაბმელები ტრანსფორმირდებიან ბაღად, რომელსაც აქვს საკუთარი ინფრასტრუქტურა: გრძელი სკამები, მინიატურული ბიბლიოთეკა, საპროექციო ეკრანი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ექვსი ღონისძიება ექვსი შაბათ-კვირის განმავლობაში. პროექტის მონაწილეები არიან ხელოვანთა ჯგუფი “ბულიონი”, ნიკოლოზ ლუტიძე, რომლებიც მიემგზავრებიან 2013 წლის ვენეციის ბიენალაზე, მაქსიმე მაჩაიძე და ჯგუფი Stupid Kids Factory, დავით კუხალაშვილი, ლევან ასაბაშვილი, ნანო ზაზანაშვილი, გვანცა ნიკოლაიშვილი, ნუცი ნებიერიძე, სოფო მურუსიძე, ჯგუფი Run Around in a Mad Panic, ქუჩის მუსიკოს იმედო, დიტო. ხელოვანები სოფია ტაბატაძე, დავით ჭიღოლაშვილი, შტეფი შონე, ჯგუფი DontheC და სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულები.

პროექტი “ბაღი ბორბლებზე” დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს/შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიაში და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის მიერ.

პროექტის პარტნიორები არიან: Geo-Air, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ურბანრეაქტორი, პროექტი SPACES, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის მერია, გრინ სერვისი, სავაჭრო ცენტრი დიდუბე, სავაჭრო ცენტრი ფენიქსი, თბილისი ცენტრალი.

პროექტის გახსნა დაგეგმილია 2013 წლის 27 აპრილს
სრული ინფორმაცია და ღონისძიებების გრაფიკი

This was posted 4 weeks ago. It has 0 notes.
ასტალი და პიერსSEAMS, Autocenter
Text by Ana Teixeira Pinto

თეორია ფილების ტექტონიკის შესახებ ”ცივი ომის” ეპოქაში შეიქმნა. გასული საუკუნის 50-60 -ან წლებში კომუნისტური ბლოკისა და დასავლური კაპიტალიზმის მძაფრი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, დედამიწის ლითოსფეროში მიმდინარე ფართომასშტაბიან გადაადგილებებს სპეციალისტები განმარტავდნენ, როგორც კოლოსალური მოცულობის ფილების შეჯახებას. თოლია ასტალისა და დილან პირსის გამოფენაში “სეამს” წარმოდგენილი ნამუშევრები ტექტონური ფილების გადაადგილების ეფექტს ახდენს; პანელების რიგი ერთმანეთს ედება და ერთმანეთს აგდებს. ჰაერში გამოკიდული მასიური დაფები სარისკოდ დაბალანსებულ, დროში შეჩერებულ დომინოს მწკრივს გვაგონებს, რომლის ნგრევასაც გაქვავებული ხის მორი აფერხებს. ნამუშევრის სათაური “პორეს” გვაკავშირებს რობერტ ჰუკის დღიურთან, კერძოდ 1665 წლის 27 მაისის ჩანაწერთან როდესაც ის პირველად დააკვირდა გაქვავებულ ხეს მიკროსკოპის საშუალებით.
‘”დომინოს პრინციპი” ცივი ომის ეპოქის ერთერთი პოპულარული იმიჯია, მაგრამ თოლია ასტალისა და დილან პირსის შემოქმედებაში პოლიტიკური ისტორია გელოგიური ისტორიის ნაწილია.
გამოფენილი ობიექტების უმრავლესობა შეიძლება ითქვას, რომ არის პირველადი სტრუქტურები და გეომეტრიული აბსტრაქცია, ეს არის გზა კონსტრუქტივიზმიდან მინიმალიზამდე. 
კვადრატები, პლინტუსები, ჩარჩოები, თაროები მთლიან არქიტექტურულ ანსამბლს ქმნიან და გარსერტყმიან დამთვალიერებელს ისევე, როგორც რობერტ სმითსონის ექსპერიმენტები სპირალებით., მაგრამ ამავე დროს ეს ყველაფერი უცნაურად გაშეშებული და დროში გაყინულია და დროის ამოქმედება მათ გამოუსადეგრად აქცევს..
განცალკევებულად დადებული თაროები შემაწუხებლად გვაგონებს ცუნამის შემდგომ ფუკი-შიმას, ფანჯრის ჩარჩოების მძიმე კონსტრუქციამ შეუძლებელია არ გაგვახსენოს წყლისგან წალეკილი სახლები, მთელი გამოფენა დიდიხნის წინ დაკარგული ცივილიზაციის ნაშთს გვაგონებს.
ასტალისა და პირსს აქვთ საოცარი უნარი კაცობრიობის ისტორია ბუნების ისტორიის ნაწილად დაინახონ. შეხედონ არტეფაქტებს, როგორც დიდიხნის წინ დაკარგული ცივილიზაციის შემორჩენილ კვალს.
ფოტოკოლაჟი, რომელიც გადანაწილებულია პანელებში, მის პირველსაწყისებთან გვაბრუნებს, როდესაც გადაღებისათვის აუცილებელი იყო ფოტო-დაფის გამოყენება. 
ფოტოგრაფიულ დაფაზე ფილები ერთმანეთში გადადიან. იქმნება სუბდუქციის ზონები, ნაგლეჯები და ღრმა ნაპრალები. გამოსახულების ნაწილს სხვა გამოსახულება ფარავს, ჩნდება ინფლექსიის ხაზები, წყვეტილობა.
საგანი იქცევა შესასწავლ ობიექტად, ვიზუალურ ანაგრამებში მეთოდოლოგიური, გააზრებული განმეორებებით ეწყობა და ლაგდება ელემენტები. იახლოებით ისე როგორც შიზოფრენიული არს ცომბინატორია, დანაწევრებული გამოსახულებები ანაწევრებენ ინფორმაციას და მის მნიშვნელობას, აქედან გამომდინარე დამთვალიერებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს აქვს თუ არა მნიშვნელობა და ღირებულება ყველაფერ იმას რაც მის გარშემოა.
ფსიქოანალიზის მიხედვით სუბიექტი უნდა ანსხვავებდეს იმას, თუ ვის ეკუთვნის არსებული საგანი მას თუ სხვას, იმისათვის რომ შექმნას ზუსტი/ გამართული /თანმიმდევრული იდენტურობა.
“მე კანის” კონცეფცია მომდინარეობს დიდიერ ანზიუსგან.იგი მიმართავს კანს როგორც “მეს” უკანასკნელ განმსაზღვრელს. გაბზარულ ფსიქიკას არ შესწევს განსხვავოს შიდა და გარე სამყაროს მოვლენები. მრავალსახიერებასთან საქმის დაჭერა, ფიქრის ხატება რომელიც ნამსხვრევებად ქცეულ ფირზე ამოტივტივდება არის სწორედ ის, რასაც პარანოიასა თუ აპათიას ეძახიან.
შედეგად გვაქვს ნგრევა, დაუსახლებლობა და დეცენტრალიზება. კიბეთა სექცია, ჭერი და კედლები – აღიძრავს გორდონ მატა კლარკის არქიტექტურული ჭრის მოგონებას. როგორც ბარდა, რომელიც მოქცეულია კატის თავის ქალაში, გაღვივებული არღვევს მყარ ძვალს და ანაკუწებს ქალას. ორგანული და არაორგანული, ვიზუალური და ხელშესახები, წინასწარ განზრახული და ელემენტარული; ეს ყველაფერი ერთმანეთს ავრცობს.
კოლაჟები ვექტორებად იქმნებიან და ამრუდებენ გარშემორტყმულ სივრცეს. “მისე ენ აბîმე” იგივეა, რაც ორ სარკეს შორის ყოფნა, როდესაც ერთი და იგივე გამოსახულება მრავალჯერ ირეკლება. ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის და მოცულია ონტოლოგიური გაურკვევლობით.

ასტალი და პიერს
SEAMS, Autocenter

This was posted 4 weeks ago. It has 0 notes. .

პოლიციის შენობის ესკიზური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტი

არქიტექტურული კომპანია “დემარკი”

შინაგან საქმეთა მინისტრი კონკურსის შესახებ:
“გამოცხადა ღია კონკურსი პოლიციის შენობის ესკიზური პროექტების. დაახლოებით, 51-მა მიიღო მონაწილეობა. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ გერმანიდან, იტალიიდან, უცხოეთიდან მიიღეს მონაწილოება, ასევე არქიტექტორებმა და დიზაინერებმა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ 51 ესკიზური პროექტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ჟიური შევადგინეთ და დავაკომპლექტეთ შემდეგნაირად – ჟიური დაახლოებით, 5 პროფესიონალი არქიტექტორისგან შედგებოდა, ხოლო 2 ჩვენი სამინისტროს წარმომადგენელი იყო. ჟიურიმ მიიიღო ობიექტური გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ეს არის პრეცენდენტი, ეს არის საკითხებისადმი ახალი მიდგომა, რომ ქვეყანაში და ამ სამინსიტროში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება აღარ ხდება. ჩვენ პირიქით, აზრი პროფესიონალებს დავეკითხეთ და გადაწყვეტილება მათ მიიღეს. ასეთი მიდგომა სასარგებლო იქნება ზოგადად ქვეყნისთვისა და საქმისთვის”

pirweli.com.ge/

This was posted 4 weeks ago. It has 0 notes.

Dinner Exchange Tbilisi -ს და ვენეციის 55-ე ბიენალეზე საქართველოს პავილიონის ერთობლივი კულინარიული პრეზენტაცია

ხელოვანები გიო სუმბაძე, ბულიონ გრუპი, ნიკოლოზ ლუთიძე და გელა პატაშური, ხელოვნებათმცოდნე/მრჩეველი ნანა ყიფიანი და სანდრა ტაიტგე (ქართული პავილიონის კურატორის ასისიტენტი) თბილისის Dinner Exchange-ის ფარგლებში წარმოგიდგენენ ვენეციის 55-ე ბიენალეს ქართულ პავილიონს.

Dinner Exchange Berlin არის სანდრა ტაიტგესა და სარა მევეს მიერ 2011 წლის ოქტომბრიდან დაარსებული ვახშმის კლუბი, რომლის მენიუ ბაზარში შეგროვებული პროდუქტების ნარჩენებისგან მზადდება. სტუმრების შემოწირულებები ძირითადად ისეთ პროექტებს ხმარდება, რომლებიც საკვები პროდუქტის უკეთესად გადანაწილებას ემსახურება. Dinner Exchange Berlin წარმოდგენილი იყო ასევე „დოკუმენტა 13“ –ზე და KW –ში (ბერლინის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში).

კამიკაძე ლოჯია

საქართველოს პავილიონი 55-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე - la Biennale di Venezia

ხელოვანები: თეა ჯორჯაძე, გიო სუმბაძე, ბულიონ გრუპი, ნიკოლოზ ლუთიძე, გელა პატაშური სერგეი ჩერეპნინთან და აი არაკავასთან ერთად.

კურატორი: იოანა ვარშა
მრჩეველი: ნანა ყიფიანი
კურატორის ასისტენტი: სანდრა ტაიტგე
პრეს კონტაქტი: დენჰარდ ვ. ჰარლინგ dh@segeband.de
პროექტის მენეჯერი: გვანცა თურმანიძე (ნინო ბეზარაშვილთან და ანა ასათიანთან ერთად)

მხარდაჭერა და დაფინანსება: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

www.georgian-pavilion.org
1.06.113 - 24.11.113

This was posted 1 month ago. It has 0 notes.

(Source: sfmoma, via camia28)

This was posted 1 month ago. It has 66 notes. .

Today and tomorrow we are offering a pack of 6 Easter Sunshines for the price of 3 (50% off) with free shipping to Georgia directly from France via DHL

This was posted 1 month ago. It has 0 notes.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის კომპიუტერული გრაფიკის კურსები:

Adobe InDesign
Adobe Photoshop
CorelDRAW
3D MAX

222 36 52
tsuLLL@tsu.ge

This was posted 2 months ago. It has 0 notes.
Matriochka by SWATCH.

Matriochka by SWATCH.

(Source: coletteteam)

This was posted 2 months ago. It has 21 notes. .

ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ატმოსფერული, მიმზიდველი და ამავდროულად ფუნქციონალური ადგილი. სივრცე მდებარეობს ძველი თბილისის მიდამოში, პროექტირებისას ჩვენ გავითვალისწინეთ ამ საინტერესო ადგილის, სოლოლაკის, ხასიათი და თვითონ შენობის თავისებურება. ალბათ ბევრი იგრძნობს ჩვენ ნოსტალგიურ დამოკიდებულებას ძველი დროის მიმართ.
რესტორნის კონცეფცია შეიქმნა ჩვენი წარსული რეალობის ქვეცნობიერი გამოსახულებებით, რომელიც ასახავს საბჭოთა დროს, რადგან იგი არ ტოვებს ჩვენ მეხსიერებას. იმ ძველი ნივთების, ავეჯის, შემოსასვლელების და ‘მკაცრი ინტერიერის’ მოგონებები, დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა. ჩვენ დავამატეთ ეკლექტიკური და ციმციმა დეკორი, შერეული ევროპულ-აზიური დამოკიდებულება, და ინტერიერი გადაიქცა თბილ და სტუმართმოყვარე სივრცედ.

11X11 by rooms

This was posted 2 months ago. It has 2 notes.
Creative Commons Lizenzvertrag
DESIGNTbilisi von giorgz steht unter einer Creative Commons Namensnennung 3.0 Unported Lizenz.
Beruht auf einem Inhalt unter http://designtbilisi.ge/dtvvvvv.
Über diese Lizenz hinausgehende Erlaubnisse können Sie unter http://designtbilisi.ge/designers erhalten